8 ნოემბერი ადვოკატის პროფესიული დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 9 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სამართლის და პოლიტიკის სკოლისა და უნივერსიტეტის იურისტთა კლუბის თანაორგანიზებით, ჩატარდა მასტერკლასი სახელწოდებით: ადვოკატირების უნარ-ჩვევები.
მასტერკლასს უძღვებოდა ადვოკატი თეიმურაზ ქავშბაია.
პრაქტიკული მასტერკლასის ფარგლებში ბატონმა თეიმურაზმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა:
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობა და თავისებურებები;
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში ადვოკატის როლი და პოზიციების დაცვის ტექნიკა.
შეხვედრა არაფორმალური განათლების ფორმატის ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრის დასასრულს თეიმურაზ ქავშბაიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.