ჯიუ-სა და შპს ,,აითი თექ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - GIU
20 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და შპს ,,აითი თექ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა შორის ზოგადი თანამშრომლობის განვითარებას კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწისა და სრულყოფის მიმართულებით. თანამშრომლობა ემსახურება პროგრამის შინაარსის გაუმჯობესებას, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ეფექტიან ინტეგრაციას, კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებასა და შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა სახის ერთობლივი პროფესიული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კარიერული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; აკადემიური და მოწვეული პერსონალის, სტუდენტებისა და მკვლევრების ჩართვა ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში; აგრეთვე, სტუდენტთა პროფესიული ორიენტაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებას, სწავლის შედეგების გაუმჯობესებასა და კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობების ზრდას.