აბიტურიენტები პროგრამების ასარჩევად უნდა ეწვიოთ სარეგისტრაციო პორტალს https://online.naec.ge/defonline/, გაიაროთ ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოთ სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.
პროგრამების არჩევისას მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ:
- საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
- საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
- პროგრამის სწავლის საფასური;
- ქალაქი, სადაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა.
აბიტურიენტებმა სასურველი რაოდენობის საბაკალავრო პროგრამები უნდა აირჩიონ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით.
გაცნობებთ, თუ მეორადი ჩარიცხვით ჯიუ-ს სასურველ პროგრამაზე ვერ მოხვდით, ჯიუ-ში ჩარიცხული სტუდენტებისთვის შიდა მობილობის განხორციელება შესაძლებელი იქნება პირველი სემესტრის ბოლოს.
აირჩიე 143, გახდი ჯიუ-ს სტუდენტი და ისწავლე სემესტრში 1250 ლარიდან. სურვილისამებრ გადადი ჯიუ-ს ქართულენოვან პროგრამაზე პირველივე წელს . https://shorturl.at/ubJsn