2026 წლის 10 თებერვალს შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში მმართველი საბჭოს სხდომა შედგა. მმართველმა საბჭომ უნივერსიტეტის 2026 წლის კვლევითი პრიორიტეტები განსაზღვრა.
2026 წლის კვლევითი პრიორიტეტებია:
- ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტი (AI Governance, Law & Human Rights);
- ხელოვნური ინტელექტი უსაფრთხოებაში, ჰიბრიდულ ომებსა და სადაზვერვო ტექნოლოგიებში (AI for Security, Defence & Geopolitics);
- AI მონაწილეობით ტრანსფორმირებული სამართლებრივი და ოპერატიული ინფრასტრუქტურები (Digital Justice, Cyber Investigations & Evidence Systems);
- AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, პროგნოზირება და რისკების მართვა (AI Driven Decision, Forecasting & Risk Systems);
- AI-ზე დაფუძნებული მენეჯმენტი, ორგანიზაციული არქიტექტურა და შრომის ტრანსფორმაცია (AI Powered Management, HR & Organizational Systems);
- AI მეწარმეობაში, ინოვაციებსა და ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში (AI Driven Entrepreneurship & Innovation Ecosystems);
- AI-ზე დაფუძნებული ტურისტული ანალიტიკა და ჭკვიანი ტურიზმის ეკოსისტემები (Smart Tourism Intelligence);
- AI ტურისტულ სერვისებში, მომხმარებელთან კომუნიკაციაში და საგანმანათლებლო/სოციალურ პროდუქტებში (AI Enhanced Visitor Experience & Cultural Interaction);
- ტურიზმის მართვა, პოლიტიკა და მდგრადობა (AI driven Tourism Governance & Sustainable Development);
- ხელოვნური ინტელექტი ჩინურ ენობრივ, კულტურულ და გეოპოლიტიკურ სივრცეში: NLP, ტექსტუალური ანალიზი, AI სტრატეგიები და კულტურული დიპლომატია;
- ხელოვნური ინტელექტი მენტალურ ჯანმრთელობაში: ემოციური ალგორითმები, ციფრული თერაპია და ნეირო ქცევითი მონიტორინგი;
- AI პერსონალიზებულ დიაგნოსტიკასა და კლინიკური გადაწყვეტილების მხარდაჭერაში: ეთიკური, ტექნოლოგიური და სამედიცინო ინტეგრაცია;
- ხელოვნური ინტელექტი სტომატოლოგიურ დიაგნოსტიკაში, ორთოდონტიულ 3D მოდელირებასა და პაციენტის ქცევითი პროგნოზირების სისტემებში.