საბაკალავრო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირება
- ტურიზმი
- ფსიქოლოგია
- სამართალი
- ტურიზმი (ინგლისურენოვანი)
- ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი
- სინოლოგია (ინგლისურენოვანი)
სამაგისტრო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირება
- ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)
- სოციალური ფსიქოლოგია
მობილობის მსურველებმა თავდაპირველი რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge
ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის უნივერსიტეტში გამოცხადების/ონლაინ რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა –2026 წლის 11 სექტემბრიდან – 18 სექტემბრის ჩათვლით.
მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება რექტორის სახელზე (განცხადების ფორმა);
- სრული ზოგადი /უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი (სტუდენტის სტატუსის ცნობა,
ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერი) - სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი, დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).
უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება და გაცნობა: 2026 წლის 11 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით.
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სამართლებრივი აქტის პროექტის უნივერსიტეტის რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა – 2026 წლის 21 სექტემბერი.
სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა: 2026 წლის 01 ოქტომბრამდე.
მობილობის მსურველებს შეგიძლიათ წარმოადგინოთ საბუთები ადგილზე, უნივერსიტეტში (სამღერეთის ქუჩა N 5), ან გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: info@giu.edu.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 596 68 66 88