GIU-ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული განვითარების ცენტრი ატარებს ტრენინგს: “მონაცემთა დამუშავების პროცესის აღწერა (ROPA)”, რომელიც თანამედროვე სამუშაო გარემოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან პერსონალური მონაცემების დაცვის ძირითად პრინციპებს, რეგულაციებსა და საუკეთესო პრაქტიკებს, რაც მათ დაეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში პასუხისმგებლიანი და სტანდარტებთან შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში.
GIU მუდმივად ზრუნავს პერსონალის პროფესიული განვითარების კულტურის გაძლიერებასა და კვალიფიკაციის ზრდაზე.
ტრენინგი ჩატარდება 26 მარტს, 15:00 საათზე.
ტრენინგს გაუძღვებიან:
- ლალი ბალახაძე – GIU-ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, მოწვეული ლექტორი
- თათული დოლიძე – GIU-ს სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი
- გიორგი ხარაიშვილი – GIU-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
შეხვედრა ჩატარდება 113-ე აუდიტორიაში.
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გაიძლიეროთ პროფესიული კომპეტენციები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში, რომელიც განსაზღვრავს თანამედროვე ორგანიზაციულ სტანდარტებს.