GIU საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაზე - GIU
მიმდინარე წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ააიპ რეოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით, შეკვეთილში ბიომედიცინაში საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ჩატარდა.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს მხარდაჭერით აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს საერთაშირისო უნივერსიტეტი ჯიუ-ს ვიცე-რექტორი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, პროფესორი მარიამ დარბაიძე.

BIOMED – უკვე 12 წელია წარმატებით აერთიანებს ბიოსამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და ინდუსტრიის პარტნიორებს საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პლატფორმაზე.

BIOMED-ის მთავარი მისიაა მულტიდისციპლინური და კროსდისციპლინური თანამშრომლობის განვითარება, თანამედროვე ბიოსამედიცინო კვლევების მხარდაჭერა და მიღებული ცოდნის ინტეგრირება განათლებასა და პრაქტიკაში.

BIOMED2026-ის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ

  • პლენარულ და სექციურ სესიებში;
  • მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიეში;
  • B2B თანამშრომლობით შეხვედრებში;

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა მკვლევართა და სტუდენტთა პრეზენტაციების ღონისძიების ფარგლებში გამოიცემა სამეცნიერო აბსტრაქტთა კრებული, რომელიც ინდექსირდება საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში (Google Scholar, DOI, ISSN).

მადლობა ქალბატონ მაკა მანწკავას – თსსუ-ის ფიზიკისა და ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს, საქართველოს კლინიკური რეოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წარმომადგენელს რეოლოგიის მიმართულებით, ევროპის კლინიკური რეოლოგიისა და მიკროცირკულაციის საზოგადოების ქართული სექციის ხელმძღვანელს, ესოდენ საინტერესო და აქტუალური საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებისთვის.