GIU-ს მასტერკლასი: „ბავშვობის ტრავმები და პირადი საზღვრები“ - GIU
1 აპრილს, 14:00 საათზე, ჯიუს სტუდენტური კლუბი ,,გონების არქივი” გიწვევთ საინტერესო და აქტუალურ შეხვედრაზე, სადაც განიხილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა – ბავშვობის გამოცდილებების გავლენა ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზე.

ბავშვობის ტრავმები ხშირად შეუმჩნევლად, მაგრამ ძლიერად მოქმედებს ჩვენს ემოციებზე, გადაწყვეტილებებზე, ურთიერთობებზე და პირადი საზღვრების ჩამოყალიბებაზე. მასტერკლასის ფარგლებში გაიგებთ:
– როგორ ყალიბდება ტრავმა ადრეულ ასაკში
– რა გავლენა აქვს მას ზრდასრულობის პერიოდში
– როგორ აისახება ის თვითშეფასებასა და ურთიერთობებზე
– როგორ დავიცვათ და განვავითაროთ ჯანსაღი პირადი საზღვრები

შეხვედრა იქნება ინტერაქტიული, პრაქტიკულ მაგალითებზე დაფუძნებული და მოგცემთ შესაძლებლობას, უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი და გააანალიზოთ ბავშვობის ტრავმები.

დაინტერესებული პირები დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/fH23nkywzPZwzwqt9

შეხვედრის ადგილი: 318 აუდიტორია

მასტერკლასს გაუძღვება ფსიქოლოგიის დოქტორი, GIU-ს პროფესორი ნანა გოგიჩაშვილი

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, დაესწროთ შეხვედრას პროფესიონალთან, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში და უფრო ჯანსაღი ურთიერთობების