24 დეკემბერს GIU-ს ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის გაიმართა წლის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და დასამახსოვრებელი ღონისძიება GIU New Year Party 2026.
ღონისძიებას ესწრებოდნენ GIU-ის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ივენთი ორგანიზებული იყო სტუდენტური თვითმმართველობის მიერ, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის ჩართულობით და განხორციელდა უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
საღამო დატვირთული იყო მრავალფეროვანი გასართობი აქტივობებით. მონაწილეებისთვის გათვალისწინებული იყო სასმლის ბარათები, სახალისო თამაშები და მცირე სიურპრიზები, რამაც კიდევ უფრო სახალისო გახადა საახალწლო განწყობა და ერთიანობის განცდა.
ღონისძიებამ ხელი შეუწყო სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებას, კომუნიკაციის გაღრმავებას უნივერსიტეტის საზოგადოებას შორის და სასწავლო წლის დასასრულის პოზიტიურ, არაფორმალურ გარემოში აღნიშვნას.