GIU-ს საჯარო ლექცია: ,,დანაშაულის ადგილიდან სასამართლო დარბაზამდე" - GIU
GIU გთავაზობთ საჯარო ლექციას სასამართლო გენეტიკასა და ექსპერტიზაზე!

  • გიფიქრიათ, რა მნიშვნელობა აქვს კვალს რომელიც დანაშაულის ადგილზე რჩება?
  • როგორ იქცევა ერთი თმის ღერი ან უხილავი ლაქა მტკიცებულებად, რომელსაც სასამართლოში ადამიანის ბედის გადაწყვეტა შეუძლია?
  • და რა ხდება, თუ მტკიცებულებათა აღმოჩენის ჯაჭვში სადმე შეცდომა გაიპარა?ამ კითხვებს გასცემს პასუხს ნინო როსტიაშვილი, სასამართლო გენეტიკის სპეციალისტი 10 წელზე მეტი გამოცდილებით. იგი ამჟამად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში (ICRC) მუშაობს და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების იდენტიფიკაციის პროექტებშია ჩართული.

    ლექციაზე გაიგებთ:

    – როგორ გადის დნმ-მტკიცებულება გზას დანაშაულის ადგილიდან ლაბორატორიამდე და შემდეგ სასამართლომდე;
    – რა არის მტკიცებულებათა ჯაჭვი და რატომ შეიძლება ერთმა ხარვეზმა მთელი საქმე დაანგრიოს;
    – როგორ მუშაობს ხარისხის კონტროლი და რა გამოწვევებს აწყდება ექსპერტი პრაქტიკაში;
    – რით განსხვავდება რეალური ექსპერტიზა იმისგან, რასაც CSI-სერიალებში ვხედავთ.

საჯარო ლექცია განკუთვნილია:

– სამართლის სტუდენტებისთვის
– ფსიქოლოგიის სტუდენტებისთვის
– აბიტურიენტებისთვის

თარიღი: 5 ნოემბერი
დრო: 15:00 საათი

შეხვედრა ჩატარდება უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.

დასწრება უფასოა, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/nVJAcWGjerUVS4sL7

ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.