საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს სტუდენტების მიღებას “Erasmus+”-ის ონლაინ სატრენინგო კურსებზე - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს სტუდენტების მიღებას ონლაინ სატრენინგო კურსებზე “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ „Re-Direction”-ის ფარგლებში. სტუდენტებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ MOOC-ის სასწავლო პლატფორმაზე შემდეგი ონლაინ კურსების გავლა:

  • მრავალფეროვნება და მონაწილეობა: კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პრინციპების სწავლებას დინამიკური, ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოებრივი გარემოს შექმნის მიზნით
  • ინკლუზიური კომუნიკაცია: კურსი მოიცავს ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ძალაუფლების ასპექტებს. ყურადღება გამახვილებულია ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების საკითხზე ეფექტური კომუნიკაციის განსავითარებლად.
  • ციფრული ინფორმაციის უნარები: კურსის მიზანია სტუდენტებისათვის ძირითადი ციფრული ინფორმაციული კომპეტენციების ჩამოყალიბება, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული რესურსების ეთიკური გამოყენება, ინფორმაციის ძიების მოწინავე სტრატეგიები, წყაროების კრიტიკული შეფასება, და კიბერუსაფრთხოების პრინციპები,
  • მდგრადი მომავლის ხელშეწყობა: კურსი სტუდენტებს აძლევს ცოდნას ციფრულ, გლობალიზებულ სამყაროში მდგრადი განვითარების ასპექტებისა და გამოწვევების შესახებ. ის აქცენტს აკეთებს ადამიანის ქმედებების ეთიკურ შედეგებზე, სოციალური პასუხისმგებლობის საჭიროებასა და ინოვაციისა და ადვოკატირების როლზე მდგრადი მომავლის ჩამოყალიბებაში.

აღნიშნული კურსები შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, უკეთ აითვისონ ის თეორიული პრინციპები და პრაქტიკული უნარები, რომლებიც მნიშვნელოვანია ნიებისმიერი ტიპის სამუშაო ადგილზე სამსახურებრივი მოვალეობის ეფექტიანად შესასრულებლად ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.

კურსების დასრულების შემდგომ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ევროკავშირის სერტიფიკატი და რეკომენდაცია. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://elearning.re-direction.org/

რეგისტრაციის პროცედურისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

გრიგოლ კალანდაძე, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი (ტელ.: 599 15 05 02; ელ. ფოსტა: grigol.kalandadze@giu.edu.ge)

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

პროექტის ვებ-გვერდი: https://re-direction.org/

პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827

პროექტის LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/

#redirection #ErasmusPlus #inclusivity #sustainability #digitalization