ჯიუ გიწვევთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე რექტორის ასისტენტი - GIU
საქართველოს საერთაშორისო  უნივერსიტეტი ჯიუ   გიწვევთ  ანაზღაურებად სტაჟირებაზე   რექტორის  ასისტენტი    

 

სამუშაო ადგილი: . თბილისი

სამუშაო დრო ორშაბათი-პარასკევი  10.00 დან 18.00 სთ-მდე

ანაზღაურება  800 (რვაასი) ლარი ხელზე ასაღები

 

  ფუნქცია-მოვალეობები:

  • რექტორის სამუშაო კალენდრის ორგანიზება, შეხვედრების დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • შემოსული და გასული ოფიციალური წერილების, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
  • რექტორის მითითებით დოკუმენტაციების მომზადება, აღრიცხვა და არქივირება;
  • რექტორის სტუმრებისა და ოფიციალური დელეგაციების მიღება და მასპინძლობა;
  • შეხვედრების, ვიზიტებისა და ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
  • სასტუმროების, ავიაბილეთებისა და საქმიანი ვიზიტების დაგეგმვა/დაჯავშნა;
  • რექტორის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (სავალდებულო); ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

აუცილებელი უნარები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მრავალდავალებიან გარემოში მუშაობის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;
  • მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვისა და პროფესიული ეთიკის დაცვა.

 

 

დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ .რეზიუმე / CV   hr@giu.edu.ge

 

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება,

 

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.