11 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში ყველაზე განსხვავებული ღია კარის დღე გაიმართა!
აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, არა მხოლოდ დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტი, შეხვედროდნენ აკადემიურ პერსონალს, მიეღოთ ინფორმაცია სასწავლო პროგრამების შესახებ, არამედ პრაქტიკულად მოესინჯათ საკუთარი ძალები მათთვის საინტერესო სფეროში და თავადაც შეეგრძნოთ კონკრეტული პროფესიების თავისებურებები.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერება;
- ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები და ტესტები;
- ჟურნალისტიკის პრაქტიკული აქტივობები;
- ბიზნეს სიმულაციური თამაშები;
- ტურისტული ვიქტორინები;
- საერთაშორისო სტუდენტების კულტურული მასტერკლასები.
დღე კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა მუსიკამ, ფოტო-ვიდეო გადაღებამ, სასიამოვნო გარემომ და სპეციალურად მონაწილეებისთვის მომზადებულმა საჩუქრებმა.
მადლობა ყველა აბიტურიენტსა და პედაგოგს აქტიური ჩართულობისთვის. გვიხარია, რომ ერთად შევქმენით დღე, რომელიც სავსე იყო ახალი გამოცდილებებით, აღმოჩენებითა და დაუვიწყარი ემოციებით.