GIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის უპირატესობები - GIU
რატომ ირჩევენ აბიტურიენტები GIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამას?

გაეცანი პროგრამის მთავარ უპირატესობებს და შესაძლებლობებს, რომელიც დაგეხმარება გახდე პროფესიონალი კადრი. ჩვენთან შენ გელოდება:

  • თანამედროვე და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება – თეორიულ ცოდნასთან ერთად იმუშავებ რეალურ ბიზნეს ქეისებზე და მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას უნივერსიტეტის საკონსულტაციო კომპანიასა და ბიზნეს ინკუბატორში;
  • პრაქტიკოსი ლექტორები – ისწავლი პროფესიონალებისგან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ბიზნეს გარემოში და რეალურ გამოცდილებას გაგიზიარებენ.
  • კარიერული შესაძლებლობები სწავლის პროცესშივე – სტაჟირებები, პარტნიორი კომპანიები და პროფესიული ქსელები, რომლებიც დაგეხმარება კარიერის დაწყებაში ჯერ კიდევ სტუდენტობისას.
  • თანამედროვე სასწავლო გარემო – ინოვაციური სივრცეები, სტუდენტური კლუბები, გუნდური პროექტები და აქტივობები, რომლებიც საუნივერსიტეტო ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
  • საერთაშორისო პერსპექტივები – გაცვლითი პროგრამები და გლობალური ხედვა, რომელიც კონკურენტულ უპირატესობას შეგიქმნის მომავალში.
  • გაცვლითი პროგრამები ევროპის და აზიის 40-ამდე რეიტინგულ უნივერსიტეტში. მათ შორის: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, სლოვაკეთში, მალაიზიაში, გერმანიაში, უნგრეთში და სხვა.
  • სტიპენდიის და სწავლის დაფინანსების მიღების შესაძლებლობები;
  • ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე შეისწავლი ფინანსებს, მარკეტინგს, მენეჯმენტს, ციფრულ მარკეტინგსა და AI-ს ბიზნესში, ინვესტიციებს, პროექტების მართვას, ლიდერობას, მოლაპარაკების ხელოვნებას და ბევრ სხვა პრაქტიკულ საგანს, რომელიც პროფესიული წინსვლისთვის გამზადებს.

ჯიუ-ში შენ დამატებით გეძლევა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინური და კორეული ენების შესწავლის შესაძლებლობა სრულიად უფასოდ!

ბიზნესის ადმინისტრირების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პროფესიული სერტიფიკატები შემდეგ მოდულებში: ,,მენეჯერული აღრიცხვა’“, ,,ფინანსური აღრიცხვა“ და ,,ბიზნესი და ტექნოლოგიები“.

თუ გინდა განათლება, რომელიც მხოლოდ დიპლომი არ არის – გადადგი პირველი ნაბიჯი დღესვე. პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში მოქმედებს შიდა გრანტი.

გაიარე წინასწარი რეგისტრაცია, გაიგე მეტი პროგრამის შესახებ: https://forms.gle/QfEkEqvyjcNymwSEA

საგნები, რომლებიც ბარდება ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე:
• ქართული ენა
• უცხო ენა
• ისტორია ან მათემატიკა