5 მაისს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ფრენბურთელთა გუნდმა ,,უნივერსიადა 2025“ ფარგლებში, პირველი მატჩი გამართა.
უნივერსიადაში ფრენბურთელთა 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას. მერვედფინალურ დაპირისპირებაში GIU-ს ფრენბურთელთა გუნდი აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის გუნდს შეხვდა.
მატჩი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ჩვენი უნივერსიტეტის გუნდმა ორივე სეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ახლა უკვე მეოთხედფინალური დაპირისპირებისთვის ემზადება.
მეოთხედფინალური მატჩი 12 მაისს გაიმართება.
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენი უნივერსიტეტის ფრენბურთელთა გუნდს!