GIU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის უპირატესობები - GIU
თუ ამ მიმართულებით კარიერის შექმნა გსურს, გაეცანი პროგრამის მთავარ უპირატესობებს და იმ შესაძლებლობებს, რომელიც დაგეხმარება წარმატებული ჟურნალისტი გახდე.

ჩვენთან შენ გელოდება:
🔻მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობა ქართულ ტელე-რადიო სივრცეში;
🔻პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება – GIU-ს თანამედროვე მედია სტუდიაში ისწავლით გადაცემების შექმნას, ვიდეო-მონტაჟს, ინტერვიუს ჩატარებას და პროფესიონალურ პროგრამებში მუშაობას;
🔻სწავლება მოქმედი ჟურნალისტებისა და მედია პროფესიონალებისგან, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ მედიასივრცეში;
🔻ინფო-ტურები და პრაქტიკული ვიზიტები ქვეყნის წამყვან ტელევიზიებსა და მედია ორგანიზაციებში;
🔻რეალურ მედია პროექტებში მონაწილეობა – სტუდენტობის პერიოდიდანვე იმუშავებთ საინტერესო ჟურნალისტურ პროექტებზე;
🔻საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაციის უნარის განვითარება – ინტერვიუები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან;
🔻აქტუალური მოვლენების ცენტრში ყოფნა – შესაძლებლობა გააშუქოთ მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და ისტორიული პროცესები;
🔻დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მედია პლატფორმებთან;
🔻მრავალმხრივი კარიერული მიმართულებები – ციფრული მედიისა და ახალი მედია პლატფორმების შესწავლა, ბლოგინგი, copywriting, მედია კონტენტი, სტატიების და ანალიტიკური მასალების შექმნა;
🔻პერსონალური მედია ბრენდის შექმნის შესაძლებლობა – ისწავლით როგორ განავითაროთ საკუთარი პლატფორმა (ბლოგი, პოდკასტი, YouTube არხი);
🔻პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარის განვითარება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ტელეეთერში, ისე პროფესიულ კარიერაში;
🔻თემატურ შემოქმედებით სახელოსნოებში ჟურნალისტური ოსტატობის დაუფლება;
🔻გაცვლითი პროგრამები ევროპის და აზიის 40-ამდე რეიტინგულ უნივერსიტეტში. მათ შორის: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, სლოვაკეთში, მალაიზიაში, გერმანიაში, უნგრეთში და სხვა.
🔻სტიპენდიის და სწავლის დაფინანსების მიღების შესაძლებლობები;
🔻ჯიუ-ში შენ დამატებით გეძლევა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინური და კორეული ენების შესწავლის შესაძლებლობა სრულიად უფასოდ!

✔️ჟურნალისტიკა არის პროფესია მათთვის, ვისაც სურს იყოს მოვლენების ცენტრში და საკუთარი ხმა გააგონოს საზოგადოებას.

✍️გადადგი პირველი ნაბიჯი დღესვე. გაიარე წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/u8FbbHDFqjYEiNyW9 , გაიგე მეტი ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის შესახებ.

არჩევითი საგნები, რომლებიც ბარდება ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე:
▪️ქართული ლიტერატურა
▪️ისტორია
▪️გეოგრაფია
▪️სამოქალაქო განათლება
▪️მათემატიკა

#ჟურნალისტიკა #ჯიუ #უნივერსიტეტი #მასობრივიკომუნიკაცია #მასკომუნიკაცია #საბაკალავროპროგრამა