GIU-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - GIU

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა (GIU) 2025 წლის 20 ივნისს წარმატებით უმასპინძლა უკვე ტრადიციად ქცეულ საერთაშორისო სამეცნიერო  კონფერენციას, რომელმაცსხვადასხვა ქვეყნის წამყვანი პროფესორები, მკვლევარები და ექსპერტები გააერთიანა. წლევანდელი კონფერენცია აქტუალური გლობალური მოვლენის – ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ მულტი-სექტორული დისკუსიის შესანიშნავ პლატფორმად იქცა.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნა GIU-ის რექტორმა, პროფესორმა ელისო ელისაშვილმა , ხოლო Keynote Speaker-ების  პანელზე წარსდგნენ გამორჩეული საერთაშორისო ექსპერტები:

  • დოც. სეზაი ჩაგლაიანი (OMU, თურქეთი / ლესტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) ტექნოლოგიური სამართლის აქტუალურობებზე;
  • პროფ. დოქტ. შარად კუმარი (UNICAF, Metaculty, ინდოეთი) – ინოვაციების ეთიკისა დაკორპორაციული მდგრადობის საკითხებზე;
  • დოქტ. ზვიად გაბისონია – GIU-ს სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც უსაიდ-ის ექსპერტიახელოვნური ინტელექტის სამართალსა და პოლიტიკაში.

თემატური სექციები წარიმართა შემდეგი მიმართულებებით: 

სამართალი, პოლიტიკა, სოციალური მეცნიერებები და ხელოვნური ინტელექტი (I სექცია)

მოდერატორი: ასოც. პროფესორი გრიგოლ კალანდაძე

მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა:

  • საერთაშორისო სამართლის ფრაგმენტაცია კლიმატის ცვლილებისა და AI-ის ჭრილში(აკაკი ბერიძე),
  • AI-ის ეთიკური და სამართლებრივი ზეგავლენები კრიმინალურ პროცესებში (თათია დოლიძე),
  • სინგულარობისა და ჰუმანიზაციის დილემები (პროფ. ნინო ბოჭორიშვილი),
  • რუსეთის ჩარევის ანალიზი 2024 წლის მოლდოვისა და რუმინეთის არჩევნებში (გრიგოლ კალანდაძე).

II სექცია: ბიზნესი, მენეჯმენტი და ტექნოლოგიები

მოდერატორი: პროფესორი ნათია ჟოჟუაშვილი

აღნიშნული სესია დაეთმო შემდეგ მოხსენებებს:

  • ხელოვნური ინტელექტი და ფსიქიკური ჯანმრთელობა: ინოვაციები, ეთიკა და ადამიანზეორიენტირებული მზრუნველობა (ბაია კუბლაშვილი; თამარ მაღლაკელიძე)
  • AI-ის ზეგავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე და ემოციური კეთილდღეობა (ლელა ყურაშვილი, ლანა სულხანიშვილი),
  • სტრატეგიული მენეჯმენტის ტრანსფორმაცია ციფრულ ეპოქაში (ნონა კუხიანიძე, ანზორი ბაბუნაშვილი).
  • ინოვაციის ეთიკური კომპასი: კეთილსინდისიერების კულტურის შექმნა ეთიკური ლიდერობის მეშვეობით (გვანცა გელიაშვილი)