სამართალი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მოთხოვნადი მიმართულებაა, რომელიც GIU-ში 2009 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს და სტუდენტებს სთავაზობს როგორც ძლიერ აკადემიურ საფუძველს, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას.
სამართლის საბაკალავრო პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას შეიძინო ცოდნა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამართლებრივ გარემოში და გახდე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია დაიცვას ადამიანის უფლებები, გააანალიზოს სამართლებრივი პროცესები და მონაწილეობა მიიღოს სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
სამართლის ბაკალავრის ხარისხი არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისეთი პრესტიჟული პროფესიებისკენ, როგორიცაა ადვოკატი, ნოტარიუსი, პროკურორი ან იურისტი სახელმწიფო და კერძო სექტორში.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან სახელმწიფოს მოწყობისა და სამართლის საფუძვლებს, ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციურ, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართალს, ასევე სასამართლო პროცესებისა და სამართლებრივი პრაქტიკის თანამედროვე მექანიზმებს.
რატომ უნდა აირჩიო GIU-ს სამართლის პროგრამა?
- თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრირებული სწავლება – ცოდნა, რომელიც რეალურ პროფესიულ გარემოში დაგჭირდება
- პრაქტიკული გამოცდილება უნივერსიტეტშივე – იმიტირებული სასამართლო დარბაზი, კრიმინალისტიკის ლაბორატორია და იურიდიული კლინიკა
- GIU-ს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულები წარმატებით არიან დასაქმებული მაღალ პოზიციებზე სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორში
- სტუდენტები რეალური სასამართლო პროცესების მოდელირებაში მონაწილეობენ
- დასაქმება სახელმწიფო უწყებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და კერძო კომპანიებში
- გაცვლითი პროგრამები ევროპის და აზიის 40-მდე პარტნიორ უნივერსიტეტში, მათ შორის ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, გერმანიაში, სლოვაკეთში, მალაიზიაში და უნგრეთში
- სტიპენდიისა და სწავლის დაფინანსების შესაძლებლობები
- GIU-ში შეგიძლია სრულიად უფასოდ შეისწავლო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ენები: ჩინური და კორეული
🎓 თუ გსურს პროფესია, რომელიც გაძლევს სტატუსს, გავლენას და ფართო კარიერულ შესაძლებლობებს – სამართალი სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც მომავალს ქმნის.
👉 გადადგი პირველი ნაბიჯი დღესვე, პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში მოქმედებს შიდა გრანტი.
გაიარე წინასწარი რეგისტრაცია და გაიგე მეტი პროგრამის შესახებ: https://forms.gle/J3XoarpRNThz29gK8
არჩევითი საგნები, რომლებიც ბარდება სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე:
- მათემატიკა
- ისტორია
- სამოქალაქო განათლება