GIU-ს ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2025 - GIU

ჯიუ-ს  ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2025

კონფერენციის თემატიკად განსაზღვრულია შემდეგი მიმართულებები/პანელები

    • ეთიკა და ხელოვნური ინტელექტი;
    • პერსონალური მონაცემების დაცვა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება;
    • ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება;
    • ციფრული მეწარმეობა და ინოვაციური მართვა;
    • ხელოვნური ინტელექტი და მენტალური ჯანმრთელობა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, საქართველოს უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებს და შესაბამისი დარგის აღიარებულ ექსპერტებს  და ასევე უცხო ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 15 ივნისი

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

ფორმატი: Online (ZOOM პლატფორმა)

კონფერენცია ჩატარდება 2025 წლის 20  ივნისს,  10:00  საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში.

მისამართი: საქართველო, 0101 თბილისი, სამღერითის ქ. N 5.

მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატები.

კონფერენციის პროგრამა და თეზისები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://giu.edu.ge/scientific-news/

საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს წარმოდგენილ მოხსენებებს.

  • გაცნობებთ, რომ მომხსენებლებმა უნდა გამოაგზავნონ სრული მოხსენება და აბსტრაქტი არაუგვიანეს 2025 წლის 15 ივნისს
  • ა) მოხსენების სათაური და მოკლე აბსტრაქტი/ანოტაცია, თემის აქტუალობის მოკლე აღწერა (სრული ტექსტი ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე), რომლის  მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს.
  • ბ) სრული მოხსენების მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 7 გვერდი და არაუმეტეს 10 გვერდი.
  • სტატიის ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს  Sylfaen_12  ფონ­ტით, უცხო­­ენოვანი ტექსტი – Times  New  Roman_12  ფონ­­ტით,  სქოლიო – იმავე ფონტების 10 ზო­მით , სტრიქონებს შო­რის დაშორება – ერთი ინტერვალი (ჩიკაგოს სტილი).

კომისიის მიერ შერჩეულ აპლიკანტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2025 წლის 17 ივნისისა

რეგისტრაციისა და განაცხადის ფორმის შესავსებად, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://forms.gle/WyiKTLXbm6T1FegV7

დამატებითი კითხვებისთვის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრს: research@giu.edu.ge, ასევე კონფერენციისათვის აბსტრაქტისა და სრული მოხსენების გამოგზავნა შეგიძლიათ research@giu.edu.ge -ზე .

 შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია  მხოლოდ ელექტრონულად, ზემოაღნული ბმულის ან/და ელექტრონული მისამართის საშუალებით:   დამა­ტები­თი ინფორ­მაცი­­ისათვის  მოგვწერეთ ან  დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე:   research@giu.edu.ge