GIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის უპირატესობები - GIU

გაინტერესებს, რატომ უნდა აირჩიო GIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?

ტურიზმი წარმოადგენს XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და სწრაფად მზარდ სექტორს, რომელიც აერთიანებს ბიზნესს, კულტურას, მენეჯმენტსა და საერთაშორისო კომუნიკაციას.

GIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე და სტუდენტებს სთავაზობს როგორც მყარ თეორიულ საფუძველს, ისე პრაქტიკულ, შედეგზე ორიენტირებულ გამოცდილებას.

 ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის კონკურენტული უპირატესობებია:

  • კარიერული შესაძლებლობები სწავლის პროცესშივე
    სტუდენტებს ეძლევათ დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობა წამყვან ტურისტულ სააგენტოებსა და მაღალი კლასის სასტუმროებში. ეს ქმნის რეალურ შესაძლებლობას, რომ კარიერა სწავლის პარალელურად დაიწყოთ.
  • პრაქტიკული სწავლება – იმიტირებული ტურისტული სააგენტო
    GIU-ში ფუნქციონირებს იმიტირებული ტურისტული სააგენტო, სადაც სტუდენტები სწავლობენ: ტურისტული კომპანიის მართვას, ტურისტული პროდუქტის შექმნას, ტურებისა და ლაშქრობების დაგეგმვასა და ბიუჯეტირებას, მომხმარებელთან კომუნიკაციას, გაყიდვების მართვას და სხვა.
  • ინდუსტრიის კვალიფიციური ლექტორები

    სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან ტურიზმის სფეროში მოქმედი პრაქტიკოსი პროფესიონალები და კვალიფიციური აკადემიური პერსონალი, რაც უზრუნველყოფს თეორიისა და პრაქტიკის ეფექტიან სინთეზს.
  • საერთაშორისო დაჯავშნის სისტემებისტუდენტები შეისწავლიან ყველაზე ფართოდ გამოყენებად საერთაშორისო დაჯავშნის სისტემებს, რაც მათ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს დასაქმების ბაზარზე.
  • საერთაშორისო პერსპექტივები

    პროგრამა უზრუნველყოფს გაცვლით შესაძლებლობებს ევროპის და აზიის 40-მდე რეიტინგულ უნივერსიტეტში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, სლოვაკეთი, მალაიზია, გერმანია, უნგრეთი და სხვა). საერთაშორისო გამოცდილება აყალიბებს გლობალურ ხედვას და ზრდის სტუდენტის პროფესიულ ღირებულებას.
  • სტიპენდიები და შიდა გრანტიპირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში მოქმედებს შიდა გრანტი. ასევე ხელმისაწვდომია სტიპენდიისა და სწავლის დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობა.
  • დამატებითი ღირებულება – უფასო აღმოსავლური ენებისტუდენტებს ეძლევათ ჩინური და კორეული ენების შესწავლის შესაძლებლობა სრულიად უფასოდ – ენები, რომლებიც დღეს გლობალურ ბიზნესსა და ტურიზმში განსაკუთრებით მოთხოვნადია.

რატომ უნდა აირჩიოთ ტურიზმის სპეციალობა?

  • BOOM” ინდუსტრია – ტურიზმი მსოფლიო მასშტაბით მომსახურების სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორია.
  • მაღალანაზღაურებადი კარიერული შესაძლებლობები – საერთაშორისო ბაზარზე ტურიზმის მენეჯმენტი და სტუმართმასპინძლობის სფერო ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევა.
  • საერთაშორისო ქსელი და კომუნიკაცია – პროფესია, რომელიც გაძლევთ მრავალფეროვან ადამიანებთან და კულტურებთან ურთიერთობის შესაძლებლობას.
  • ინტერკულტურული გამოცდილება – სხვადასხვა ქვეყნის, კულტურისა და ბიზნეს-ეთიკის გაცნობა.
  • დინამიკური და შემოქმედებითი საქმიანობა – პროფესია, რომელიც აერთიანებს მენეჯმენტს, მარკეტინგს, კრეატიულობასა და სტრატეგიულ აზროვნებას.

 რას შეისწავლით ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე?

დესტინაციის მენეჯმენტს, ტურიზმის მარკეტინგის, სასტუმროებისა და რესტორნების მართვა, ეკო, აგრო,  კულტურულ  რეკრეაციულ ტურიზმს, საერთაშორისო დაჯავშნის სისტემებს, MICE ტურიზმს, ღვინის ტურიზმს, ბრენდისა და გაყიდვების მართვას და და გახდები პროფესიონალი, რომელიც ტურიზმს ბიზნესად აქცევს გლობალურ დონეზე.

 გადადგი პირველი ნაბიჯი დღესვე.  https://forms.gle/F3FHS526vdFPLXYEA გაიარე წინასწარი რეგისტრაცია, გაიგე მეტი ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის შესახებ და დაელოდე განსაკუთრებულ სიახლეებსა და სიურპრიზებს საგამოცდო პერიოდში.

 საგნები, რომლებიც ბარდება ტურიზმის საბაკალავრო  პროგრამაზე:

  • ქართული ენა
  • უცხო ენა
  • ისტორია ან მათემატიკა ან გეოგრაფია