GIU-ს გაცვლითი პროგრამა ჰონგ-კონგში - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II და III კურსების სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ჰონგ-კონგის თუნგ ვას კოლეჯში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა).

აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული სტუდენტი მიიღებს ჯიუ-ს მფლობელისა და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტის, ბატონი ქანგ ჭენგის ყოველთვიურ სტიპენდიას.

ამასთანავე, სტუდენტები თავისუფლები იქნებიან თუნგ ვას კოლეჯში სწავლის გადასახადისაგან,

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად.

გაცვლითი პროგრამის დაფინანსების დეტალების, კონკურსის ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ დანართი.

საბუთების მიღების ბოლო ვადა:  2025 წლის 28 თებერვალი.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ: გრიგოლ კალანდაძე – საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი; ასოცირებული პროფესორი 599 15 05 02 | grigol.kalandadze@giu.edu.ge