ტრენინგი დაეთმო შრომით ურთიერთობებში გაერთიანების თავისუფლების მნიშვნელობას, პროფესიული კავშირების როლს, საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე გამოწვევებს.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებს Expertise France-ის სახელით მიესალმა ნინი ძამუკაშვილი, რომელმაც ისაუბრა შრომითი უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
ტრენინგი რამდენიმე თემატური მიმართულებით წარიმართა. გაერთიანების თავისუფლებასა და პროფესიული კავშირების მნიშვნელობაზე შრომით ურთიერთობებში ისაუბრეს რაისა ლიპარტელიანმა საქართველოს პროფესიული კავშირების პრეზიდენტმა და ლივ ტორესმა, ნორვეგიის პროფესიული კავშირების კონფედერაციის მდივანმა.
შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესახებ მოხსენებები წარადგინეს თამარ გაბისონიამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ და იანინა უნლიმ, ნორვეგიის პროფესიული კავშირების კონფედერაციის უფროსმა მრჩეველმა რუსეთის, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საკითხებში.
ტრენინგი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და Expertise France-ის საფრანგეთის საერთაშორისო ტექნიკური თანამშრომლობის საჯარო სააგენტოს თანაორგანიზებით ჩატარდა.
ტრენინგის ყველა მონაწილეს ორენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა.