კონკურსის ფარგლებში სტუდენტებს, მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ ინოვაციური იდეები ისეთ თანამედროვე მიმართულებებში, როგორიცაა:
- ხელოვნური ინტელექტი სამართალში, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში;
- AI უსაფრთხოებაში, ჰიბრიდულ ომებსა და სადაზვერვო ტექნოლოგიებში;
- ციფრული სამართალი და კიბერ-გამოძიებები;
- AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და რისკების მართვა;
- მენეჯმენტი, HR და ორგანიზაციული ტრანსფორმაცია;
- ინოვაციები, მეწარმეობა და ეკონომიკური ტრანსფორმაცია;
- ჭკვიანი ტურიზმი და ტურიზმის მდგრადი განვითარება;
- ხელოვნური ინტელექტი ჯანმრთელობისა და მედიცინის სფეროში.
შიდა საგრანტო კონკურსის თემატიკა:
1. ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტი (AI Governance, Law & Human Rights);
2. ხელოვნური ინტელექტი უსაფრთხოებაში, ჰიბრიდულ ომებსა და სადაზვერვო ტექნოლოგიებში (AI for Security, Defence & Geopolitics);
3. AI‑მონაწილეობით ტრანსფორმირებული სამართლებრივი და ოპერატიული ინფრასტრუქტურები (Digital Justice, Cyber‑Investigations & Evidence Systems);
4. AI‑ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, პროგნოზირება და რისკების მართვა (AI‑Driven Decision, Forecasting & Risk Systems);
5. AI‑ზე დაფუძნებული მენეჯმენტი, ორგანიზაციული არქიტექტურა და შრომის ტრანსფორმაცია (AI‑Powered Management, HR & Organizational Systems);
6. AI მეწარმეობაში, ინოვაციებსა და ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში (AI‑Driven Entrepreneurship & Innovation Ecosystems);
7. AI‑ზე დაფუძნებული ტურისტული ანალიტიკა და ჭკვიანი ტურიზმის ეკოსისტემები (Smart Tourism Intelligence);
8. AI ტურისტულ სერვისებში, მომხმარებელთან კომუნიკაციაში და საგანმანათლებლო/სოციალურ პროდუქტებში (AI‑Enhanced Visitor Experience &
Cultural Interaction);
9. ტურიზმის მართვა, პოლიტიკა და მდგრადობა (AI‑driven Tourism Governance & Sustainable Development);
10. ხელოვნური ინტელექტი ჩინურ ენობრივ, კულტურულ და გეოპოლიტიკურ სივრცეში: NLP, ტექსტუალური ანალიზი, AI სტრატეგიები და კულტურული
დიპლომატია;
11. ხელოვნური ინტელექტი მენტალურ ჯანმრთელობაში: ემოციური ალგორითმები, ციფრული თერაპია და ნეირო‑ქცევითი მონიტორინგი;
12. AI პერსონალიზებულ დიაგნოსტიკასა და კლინიკურ გადაწყვეტილების მხარდაჭერაში: ეთიკური, ტექნოლოგიური და სამედიცინო ინტეგრაცია;
13. ხელოვნური ინტელექტი სტომატოლოგიურ დიაგნოსტიკაში, ორთოდონტიულ 3D მოდელირებასა და პაციენტის ქცევითი პროგნოზირების სისტემებში.
საგრანტო განაცხადების მიღება დაიწყება 23 თებერვალს და დასრულდება 2026 წლის 23 მარტს.
მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება რექტორის სახელზე
- საპროექტო განაცხადი
- პროექტის განხორციელების გრაფიკი
- პროექტის ბიუჯეტი
- მონაწილეობის თანხმობის წერილი
- მონიტორინგის ანგარიში
დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: research@giu.edu.ge
კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 7000 ლარს, ხოლო დაფინანსებული პროექტების რაოდენობა – არაუმეტეს 10-ისა.
პროექტების განხორციელება დაიწყება 23 აპრილიდან და დასრულდება 2026 წლის 30 დეკემბრამდე.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ:
რუსუდან წიკლაური
კვლევების ხელშეწყობის ცენტრი
ელ. ფოსტა: research@giu.edu.ge