GIU-ს საინფორმაციო სესია გაცვლითი პროგრამების შესახებ - GIU
27 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში გაიმართა ინფო სესია გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომელიც ორგანიზებული იყო თვითმმართველობის ახალგაზრდული კორპუსისა და Buddy Program-ის სტუდენტების მიერ.

შეხვედრას უძღვებოდნენ Erasmus+ გაცვლით პროგრამაში ჩართული სტუდენტები თეიმურაზ დათუნაშვილი და თინათინ კირვალიძე.

სტუდენტებმა ისაუბრეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:

  • Erasmus+ პროგრამის მიზნები და შესაძლებლობები
  • სტუდენტების გამოცდილება სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლების პროცესში
  • ენობრივი გამოწვევები და მათი გადალახვის გზები
  • პრაქტიკული რჩევები მომავალ მონაწილეებისთვის
  • სოციალური გარემო და უცხოელ სტუდენტებთან ინტეგრაცია

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში.

მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია იმ სტუდენტებისგან, ვინც უკვე წარმატებით იყო ჩართული Erasmus+-ის გაცვლით პროგრამებში.