საქართველოს ბანკის სტიპენდია GIU-ს საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის! - GIU
ჯიუ-ში გრძელდება საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტიპენდიატთა შერჩევის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მოტივირებული და მიზანდასახული სტუდენტების მხარდაჭერას სრული სასწავლო დაფინანსებით.

26 მარტს გაიმართა კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს იმ სტუდენტებმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს საწყისი შესარჩევი ეტაპი და აკმაყოფილებდნენ პროგრამის შესარჩევ კრიტერიუმებს.

კანდიდატებმა კომისიას წარუდგინეს საკუთარი ხედვა, მიზნები და მოტივაცია.

კომისია შედგებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენლისგან.

პროგრამის ფარგლებში შეირჩევა რამდენიმე სტუდენტი, რომლებიც მიიღებენ საქართველობის ბანკის 100%-იან შიდა სასწავლო გრანტს.

ვუსურვებთ წარმატებას თითოეულ კანდიდატს და გულწრფელად ვუხდით მადლობას მაღალი აკადემიური მოსწრების, აქტიურობისა და ჩართულობისთვის!