საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, GIU-ს სტუდენტებს კიდევ ერთხელ მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ სასტიპენდიო კონკურსში, რომლის გამარჯვებულებს სრულად დაუფინანსდებათ სწავლა ერთი წლის განმავლობაში!
გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღეს ჯიუ-ს სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებმა. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 4 სტუდენტი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლიან GIU-ში.
ეს სტიპენდია მათ არა მარტო ფინანსურ თავისუფლებას, არამედ დამატებით მოტივაციასაც აძლევს დასახული მიზნების მისაღწევად.
GIU-სა და საქართველოს ბანკის საერთო მიზანია განათლებული, წარმატებული და მიზანდასახული თაობის აღზრდა საქართველოში!
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ მადლობას უხდის საქართველოს ბანკს აღნიშნული შესაძლებლობისთვის.
ჯიუ ულოცავს სტუდენტებს საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვებას და წარმატებას უსურვებს მათ!