საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია 2026 - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ 2026 წლის 4-5 ივნისს ჰიბრიდულ ფორმატში უმასპინძლა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და სტუდენტებისა და მკვლევართა ინოვაციური იდეების გაზიარების პლატფორმად ჩამოყალიბდა.

კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მისასალმებელი სიტყვებით, სადაც რექტორი, ვიცე-რექტორები და სამართლის სკოლის დეკანი მონაწილეებს მიესალმნენ და ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ ინტერდისციპლინურ აკადემიურ დიალოგში და გაეზიარებინათ კვლევითი შედეგები.

პირველი დღე, „სტუდენტური ინოვაციები და ახალი პერსპექტივები“, დაეთმო სტუდენტების მრავალფეროვან თემატურ სესიებს სამართლის, პოლიტიკის, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაშრომები ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ და ეთიკურ გამოწვევებზე, პერსონალური მონაცემების დაცვაზე, ინტელექტუალური საკუთრების ტრანსფორმაციაზე, ბიზნესის ეთიკასა და ინოვაციებზე, ფსიქოლოგიურ და სოციალურ საკითხებზე.

მეორე დღე, „ინტერდისციპლინური აკადემიური დიალოგი და კვლევითი მიღწევები“, გამოირჩეოდა საერთაშორისო მოწვეული სპიკერების მოხსენებებით, სადაც განხილული იყო ხელოვნური ინტელექტის გავლენა მმართველობის, განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებზე. დღის განმავლობაში გამართული პანელური სესიები მოიცავდა სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს. მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სისხლის სამართლის რეფორმა, საავტორო უფლებების თანამედროვე გამოწვევები, მონაცემთა დაცვის საკითხები, მედიის გავლენა პოლიტიკური კრიზისების გაშუქებაში და ახალი პროფესიული კომპეტენციების საჭიროება ციფრულ ეპოქაში.

კონფერენციის დეტალური პროგრამა გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე და მონაწილეთა სრული ნაშრომების კრებული დაიბეჭდება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ინტერდისციპლინურ სამეცნიერო ჟურნალში.