ტრენინგს გაუძღვება ეკა ეკალაძე – სამედიცინო განათლების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, მედიცინის დარგობრივი საბჭოს წევრი და მედიცინის დარგობრივი დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი, სამედიცინო განათლების ასოციაციის ხელმძღვანელი.
ტრენინგის მიზანია პერსონალის აღჭურვა თანამედროვე სამედიცინო განათლების ძირითადი კომპეტენციებით, რაც მოიცავს პროგრამის შედეგებზე დაფუძნებული სწავლების დაგეგმვას, ეფექტური სწავლა-სწავლების მეთოდების გამოყენებას, მრავალმხრივი შეფასების სისტემის დანერგვას (განსაკუთრებული აქცენტით OSCE-ზე), კლინიკური სწავლების გაუმჯობესებას და პროფესიონალიზმისა და კომუნიკაციის ინტეგრირებას.
ტრენინგი წარმოადგენს პრაქტიკაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის მიზანია აკადემიური/მოწვეული პერსონალის მხარდაჭერა თანამედროვე სამედიცინო განათლების მიდგომების ეფექტურ დანერგვაში.
პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკებს, მათ შორის, WFME-ისა და AMEE-ის რეკომენდაციებს და სრულად ითვალისწინებს საქართველოს დარგობრივი მახასიათებლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- შედეგზე ორიენტირებული და კომპეტენციებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებას;
- სწავლების დაგეგმვისას ,,კონსტრუქციული თანხვედრის“ გამოყენებას;
- აქტიური სწავლების მეთოდების გამოყენებას;
- კლინიკური სწავლების ეფექტურად წარმართვას;
- ეფექტური უკუკავშირის მიწოდებას;
- პროფესიონალიზმისა და კომუნიკაციის სწავლებისა და შეფასების უზრუნველყოფას;
- თანამედროვე შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებას;
- შეფასების რუბრიკებისა და ე.წ. ჩეკლისტების შექმნას;
- OSCE სადგურების შექმნას;
- შეფასების სანდოობისა და ვალიდობის უზრუნველყოფას.
ტრენინგი მოიცავს:
- 10-საათიან ინტერაქტიულ სესიებს (2 დღეზე განაწილებული);
- პრაქტიკულ ვორქშოფებსა და ჯგუფურ მუშაობას;
- ტრენინგის მასალებს შემდგომი გამოყენებისთვის;
- ინსტიტუციური განვითარების რეკომენდაციებს.
სამიზნე აუდიტორია:
- ჯიუ-ს კლინიკური და პრეკლინიკური აკადემიური და მოწვეული პერსონალი;
- პროგრამის ხელმძღვანელები.
ტრენინგი წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამედროვე სამედიცინო განათლების განვითარებით, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებითა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისი გაძლიერებით.