GIU-მ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მონაწილეებს უმასპინძლა - GIU
1 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში, ორგანიზაცია „პირველი მოქალაქის“ ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს სიტყვით მიმართა GIU-ს ვიცე-რექტორმა უცხოელი სტუდენტების რეკრუტირების მიმართულებით სელინა ლიმ. მან ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში მონაწილეობა მიულოცა.

პროექტის ფარგლებში, 20 მონაწილე „პირველი მოქალაქის“ საპატიო სტატუსს მოიპოვებს, 20-ზე მეტი ახალგაზრდა კი სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდება.

GIU-სთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეების მხარდაჭერა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება და ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც მომავალ თაობას აქტიური მოქალაქეობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ამზადებს.

მადლობა თითოეულ მონაწილეს შემოქმედებითი ჩართულობისთვის! გვჯერა, რომ ინფორმირებული, პასუხისმგებლიანი და მიზანდასახული ახალგაზრდები ქვეყნის უკეთესი მომავლის საფუძველს ქმნიან.