2026 წლის 21 იანვარს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა 2025 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშები და 2026 წლის სამოქმედო გეგმები წარმოადგინეს.
სამუშაო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
შეხვედრის ფარგლებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა დაწვრილებით ისაუბრეს შესრულებული საქმიანობის შესახებ და განხორციელებული სამუშაოების შედეგების თაობაზე.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ინსტიტუციის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.