GIU ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფესტივალზე - GIU
18 და 19 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა.

აღნიშნულ ფესტივალში საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს სახელით მონაწილეობა მიიღო GIU-ს პროფესორმა, ,,ჟურნალისტიკისა“ და ,,მასობრივი კომუნიკაციის“ საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა მარინე ვეკუამ, რომელმაც ფესტივალზე წარადგინა მისი ავტორობით გამოცემული წიგნები – ,,ჟურნალისტიკის ანი და ბანი“ და ,,პოლემიკა, როგორც ხელოვნება“.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული წიგნები და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ უახლეს სამეცნიერო და საგანმანათლებლო გამოცემებს, ისინი ასევე დაესწრნენ წიგნის პრეზენტაციებს, შეხვდნენ ავტორებს და მონაწილეობა მიიღეს თემატურ დისკუსიებში.