ჯიუ კვლავაც აგრძელებს საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობას და მოსწავლეებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აგრძელებს საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას და მოსწავლეებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

17 ოქტომბერს, ზუგდიდში გამართულ რეგიონულ შეხვედრაზე, GIU-ს ვიცე-რექტორმა სელინა ლიმ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის, მისი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფრო დეტალურად გაცნობოდნენ GIU-ში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, საერთაშორისო მიმართულებებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლისა და პროფესიული განვითარების გზაზე სთავაზობს.

ღონისძიება ლინგოსთარის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო „ნიკო ნიკოლაძე – განათლება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“. მოწვეულმა სპიკერმა, თეატრმცოდნემ და ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ განათლების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

GIU-სთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ახალი შესაძლებლობების გაცნობასა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.