GIU აცხადებს შემოდგომის სემესტრის მობილობას - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

𝐆𝐈𝐔-ს #საბაკალავრო პროგრამების ღირებულება მობილობით გადმოსულთათვის პირველ სასწავლო წელს:
🔻სამართალი – 2050 ლარი
🔻ფსიქოლოგია – 2050 ლარი
🔻ბიზნესის ადმინისტრირება (3-წლიანი) – 2250 ლარი
🔻ჟურნალისტიკა – 1800 ლარი
🔻ტურიზმი – 1800 ლარი
🔻ტურიზმი (ინგლისურენოვანი) – 4500 ლარი
🔻ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) (3-წლიანი) – 4500 ლარი
𝐆𝐈𝐔-ს #სამაგისტრო პროგრამების ღირებულება მობილობით გადმოსულთათვის პირველ სასწავლო წელს:
🔻ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი) – 2250 ლარი
🔻სოციალური ფსიქოლოგია – 2250 ლარი
🔻სისხლის სამართალი – 2000 ლარი
🔻კერძო სამართალი – 2000 ლარი
🔻მასობრივი კომუნიკაცია – 2000 ლარი

მობილობის მსურველებმა თავდაპირველი რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge   

პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 25 აგვისტოს 12:00 საათიდან – 09 სექტემბრის 18:00 საათამდე.

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში, სტუდენტის უნივერსიტეტში გამოცხადების/ონლაინ რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაა 2025  წლის 12 სექტემბრიდან  2025 წლის 18  სექტემბრის ჩათვლით.

მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება (რექტორის სახელზე) ფორმა
  • სრული ზოგადი /უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი (სტუდენტის სტატუსის ცნობა,
    ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერი)
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი)
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი(დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).

 

უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება და გაცნობა 2025 წლის 12 სექტემბრიდან  19  სექტემბრის ჩათვლით.

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სამართლებრივი აქტის პროექტის უნივერსიტეტის რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა – 2025  წლის 22 სექტემბერი.

სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა – 2025 წლის 01 ოქტომბერი.

 

მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ საბუთები ადგილზე, უნივერსიტეტში (სამღერეთის ქუჩა  N 5), ან გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: info@giu.edu.ge

 

დამატებითი  კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 596 68 66 88