ბატონი შენგელი სამართალმცოდნეობის სფეროში მრავალწლიანი აკადემიური საქმიანობის პარალელურად, ქართული ძიუდოს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, საერთაშორისო კლასის სპორტსმენი და მწვრთნელია, რომელმაც ქართული სპორტისა და ძიუდოს განვითარებას მრავალი წელი მიუძღვნა. სწორედ ამ მრავალწლიანი ღვაწლის, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებებისა და ქართული ძიუდოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღიარებად, ევროპის ძიუდოს კავშირმა მას ძიუდოს ერთ-ერთი უმაღლესი საკვალიფიკაციო რანგი — მე-8 დანი მიანიჭა.
ეს ისტორიული აღიარება მის 80 წლის იუბილეს დაემთხვა და კიდევ უფრო განსაკუთრებულია იმით, რომ ბატონი შენგელი ფიცხელაური პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU) მე-8 დანი მიანიჭა.
ვამაყობთ, რომ ბატონი შენგელი უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ჩვენი აკადემიური ოჯახის წევრია და თავისი პროფესიონალიზმით, გამოცდილებითა და პიროვნული ღირსებებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდაში.
გულითადად ვულოცავთ ბატონ შენგელი ფიცხელაურს ამ ისტორიულ აღიარებასა და 80 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მხნეობასა და კიდევ მრავალ წარმატებას როგორც აკადემიურ, ისე საზოგადოებრივ და სპორტულ საქმიანობაში!