ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები, აკადემიური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრის მიზანი იყო პროგრამებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება, სტუდენტების ინტერესებისა და მოლოდინების გაცნობა და მათთან უშუალო კომუნიკაციის გაძლიერება.
შეხვედრაზე განიხილეს:
- პროგრამების სტრუქტურა, სასწავლო კურსების ურთიერთკავშირი და სწავლის შედეგები;
- პრაქტიკის გავლა, საბაკალავრო ნაშრომის მომზადება და შეფასების პრინციპები;
- თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და პროფესიული გამოცდილების მიღების გზები;
- უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისები, აკადემიური და კარიერული მხარდაჭერის რესურსები;
- სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერისა და უკუკავშირის მნიშვნელობა საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი განვითარების პროცესში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მათე წულაია, რომელმაც სტუდენტებს უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი Business Society GIU-ს საქმიანობას დაეთმო. სტუდენტები გაეცნენ კლუბში გაწევრიანების პირობებსა და მის ძირითად მიმართულებებს, რაც ბიზნესიდეების განვითარებას, გუნდურ მუშაობას, პროექტების ინიცირებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას მოიცავს.
კითხვა-პასუხისა და ღია დიალოგის ფარგლებში, მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ. აღინიშნა, რომ მათი წინადადებები დაეხმარება უნივერსიტეტს საჭიროებების გამოვლენასა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვაში.
შეხვედრის დასასრულს ლიანა აფაქიძემ სტუდენტებს სამომავლო გეგმები გააცნო. კერძოდ, საჯარო ლექციები, კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები და პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები.
რეგულარული კომუნიკაციის ფარგლებში, სტუდენტებს მუდმივად აქვთ შესაძლებლობა, გააზიარონ საკუთარი მოსაზრებები, შესთავაზონ საინტერესო თემები და წამოაყენონ ინიციატივები, რაც სამომავლო აქტივობების დაგეგმვისას იქნება გათვალისწინებული.