ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება სოციალური დაცვის ევროპული მოდელები, შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, ევროკავშირის შრომის სამართლის რეგულაციები და ამ მიმართულებით არსებული თანამედროვე გამოწვევები.
თარიღი: 10 ნოემბერი, 15:30 სთ.
ადგილი: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ. სამღერეთის ქ. 5, თბილისი
მოხსენებები:
- სოციალური დაცვა გერმანიაში: სისტემის არქიტექტურა, შეღავათები, დაფინანსება და თანამედროვე გამოწვევები
ჰაგენ ჰიუგელშეფერი – საჯარო და საეკლესიო საპენსიო დაწესებულებების ასოციაციის გენერალური მენეჯერი (მიუნხენი, გერმანია), Expertise France-ის ექსპერტი.
- სოციალური და შრომითი უფლებები საქართველოში
რაისა ლიპარტელიანი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე.
თამარ გაბისონია – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის კომიტეტის ხელმძღვანელი.
- შრომის რეგულირება ევროპულ კავშირში
იუსტინას უსონისი – სამართლის დოქტორი, ადვოკატი, ვილნიუსის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კერძო სამართლის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, Expertise France-ის ექსპერტი.
- სოციალური დაცვა ფინეთში ჰეიკი ჰიილამო
ჰელსინკის უნივერსიტეტის სოციალური პოლიტიკის პროფესორი, Expertise France-ის ექსპერტი.
ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან აუდრიუს ბიტინასი – Expertise France-ის ტექნიკური დახმარების კოორდინატორი და რაისა ლიპარტელიანი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე.
ამავე დღეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და Expertise France-ს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის მხარეებს შორის აკადემიური და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
ღონისძიება განკუთვნილია სამართლის სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსი იურისტებისთვის, აგრეთვე შრომის სამართლისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისთვის.