8 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი შრომის სამართალში.
ტრენინგი მიზნად ისახავდა სტუდენტების მომზადებას იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის.
ტრენინგის ფარგლებში, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია შრომითსამართლებრივი საკითხების, პროცესუალური სტრატეგიის, არგუმენტაციის ტექნიკისა და სასამართლო გამოსვლის უნარების შესახებ..
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთჩამოთვლილი ცოდნა და უნარ-ჩვევები სტუდენტებს დაეხმარება იმიტირებული სასამართლო პროცესის მომზადებასა და ჩატარებაში.
იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართება 15 ივნისს, GIU-სა და Expertise France თანაორგანიზებით.
სასამართლო პროცესზე სტუდენტების გამოსვლებს შეაფასებს ეროვნული და საერთაშორისო სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიური.
GIU აგრძელებს სტუდენტებისთვის პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობასა და პროფესიული უნარების განვითარებას.