GIU-ს საერთაშორისო ტრენინგი თემაზე: „გაერთიანების თავისუფლება შრომით ურთიერთობებში“ - GIU
30 აპრილს, 15:00 საათზე,  საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ გიწვევთ საინტერესო შეხვედრაზე.

ტრენინგი დაეთმობა შრომით ურთიერთობებში გაერთიანების თავისუფლების მნიშვნელობას, პროფესიული კავშირების როლს, საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე გამოწვევებს.

ტრენინგის თემატური მიმართულებები და სპიკერები:

I. გაერთიანების თავისუფლება და პროფესიული კავშირების მნიშვნელობა შრომით ურთიერთობებში

  • რაისა ლიპარტელიანი – საქართველოს პროფესიული კავშირების პრეზიდენტი;
  • ლივ ტორესი – ნორვეგიის პროფესიული კავშირების კონფედერაციის მდივანი.

II. შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტები

  • თამარ გაბისონია – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შორმის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე;
  • იანინა უნლი – ნორვეგიის პროფესიული კავშირების კონფედერაციის უფროსი მრჩეველი რუსეთის, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საკითხებში.

III. შრომითი უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა და ინსტიტუციური მხარდაჭერა

  • ნინი ძამუკაშვილი – Expertise France-ის ოფიცერი

 

ტრენინგის სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი)

ტრენინგი განკუთვნილია

  • უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის;
  • პრაქტიკოსი იურისტებისთვის;
  • თემით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

 

დასწრების მსურველებმა გთხოვთ,  გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 28 აპრილისა: https://forms.gle/tn5qKkDPprEEtb4DA

ტრენინგი ტარდება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუსა და Expertise France-ის (საფრანგეთის საერთაშორისო ტექნიკური თანამშრომლობის საჯარო სააგენტო) თანაორგანიზებით.

მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატი.