GIU-ში სისხლის დონაციის დღე ჩატარდა - GIU
16 მარტს 𝐆𝐈𝐔-ს სტუდენტური თვითმმართველობისა და სისხლის ბანკ ,,სიცოცხლის” ორგანიზებით, სისხლის ჩაბარების აქცია  ჩატარდა.

ღონისძიების მიზანი იყო იმ ადამიანებისთვის დახმარების გაწევა, ვისთვისაც სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს 𝐆𝐈𝐔-ს სტუდენტებმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც.

მადლობა GIU-ს სტუდენტებს და ყველა იმ მოხალისეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს  ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში და საკუთარი წვლილი შეიტანეს ადამიანების დახმარების საქმეში.