საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ში სისხლის დონაციის დღე ჩატარდა - GIU
𝐆𝐈𝐔-ს სტუდენტური თვითმმართველობისა და სისხლის ბანკ ,,სიცოცხლ”-ის ორგანიზებით, 6 ნოემბერს უნივერსიტეტში სისხლის ჩაბარების აქცია ჩატარდა.

ჰუმანიტარული აქცია ემსახურებოდა იმ ადამიანებისთვის დახმარების გაწევას, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი თანადგომა.

აქციაში მონაწილეობა 𝐆𝐈𝐔-ს სტუდენტებმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

𝐆𝐈𝐔 მადლობას უხდის უნივერსიტეტის თვითმმართველობას მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის და წარმატებებს უსურვებს ახალ გუნდს. მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, თვალი ადევნოთ თვითმმართველობის გვერდს: GIU • სტუდენტური თვითმმართველობა