საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსის შედეგები ცნობილია. GIU-ს სტუდენტები ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში კრედიტების ფარგლებში ისწავლიან.
აღნიშნული პროგრამით ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში (სლოვაკეთი) ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანნა ერისთავი და სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარი ლომაია.
ამ თვალსაზრისით, საქართველოს საერთაშრისო უნივერსიტეტსა და ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა გრძელდება.