GIU-ს სტუდენტები ,,Erasmus Plus”-ის გაცვლითი პროგრამებით სლოვაკეთში მიემგზავრებიან! - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს  ,,Erasmus Plus”-ის გაცვლითი პროგრამების კონკურსის შედეგები ცნობილია. ჯიუ-ს სტუდენტები ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში კრედიტების მობილობისა და სატრენინგო პროგრამების ფარგლებში ისწავლიან.

,,Erasmus Plus”-ის კრედიტების მობილობის პროგრამით ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერიტეტში (სლოვაკეთი) ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ჭიტაძე და სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ჭიჭინაძე.

სატრენინგო პროგრამით კი აღნიშნულ უნივერსიტეტში გაემგზავრება ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანნა ერისთავი, რომელიც ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში 2 თვის განმავლობაში, გაივლის არაერთ სასწავლო და პრაქტიკული ხასიათის აქტივობას და გამართავს შეხვედრებს სტარტაპერებთან, დამსაქმებლებთან და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან.