GIU სპორტი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ გარდა შემეცნებითი ღონისძიებებისა, აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მათი სპორტული ინტერესებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა მიმართულების სპორტული გუნდები.  ჯერ კიდევ უნივერსიტეტის დაარსებიდან ფუნქციონირებდა, ფეხბურთის, რაგბის, კალათბურთის გუნდები. დღეისათვის უნივერსიტეტში აქტიურია კალათბურთისა და ფრენბურთის გუნდები.

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია უნივერსიტეტის სტუდენტთა ყოველდღიური ცხოვრების წესია. უნივერსიტეტის სტუდენტები სისტემატიურად მონაწილეობენ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში. გარდა ამისა, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სპორტული ფიტნეს დარბაზი. 𝐆𝐈𝐔-ს საერთაშორისო ინვესტორის 𝐊𝐀𝐍𝐆 𝐙𝐇𝐄𝐍𝐆-ის მასშტაბური ტრანსფორმაციული გეგმის მიხედვით, მალე უნივერსიტეტში ახალი, ულტრათანამედროვე სპორტული კომპლექსი აშენდება.