საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს კონკურსს ბიზნესის, ტექნოლოგიის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟიორის ვაკანსიაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები და სავალდებულო კომპეტენციები:
- შესაბამისი სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობის ტექნიკური მხარდაჭერა;
- აკრედიტაციისა და ავტორიზაციის მიზნებისათვის შესაბამის პროცესებში ჩართულობა;
- სკოლის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის ყოველწლიური შეფასების პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა;
- საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებაში დამსაქმებლების, სტუდენტების, აკადემიური /მოწვეული პერსონალის, კურსდამთავრებულების, უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობის ტექნიკური მხარდაჭერა;
- სკოლის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ორგანიზების მხარდაჭერა;
- სამსახურის უფროსის მიმდინარე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცილება
- ინგლისური ენის ცოდნა – მინიმუმ B2 დონე (სავალდებულო);
- MS Office პროგრამების ცოდნა/ტექნიკური უნარ ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ .რეზიუმე / CV hr@giu.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.