საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს “Erasmus+”-ის ინსტიტუციურიგანვითარების პროექტ “STEM4HUMANITIES”-ის ორ-დღიან საბოლოო ღონისძიებაში, რომელსაც მასპინძლობდა მიკოლორომერიოს სახელობის უნივერსიტეტი (ვილნიუსი, ლიეტუვა). 2025 წლის 20 ოქტომბერს პროექტის დასკვნითი შეხვედრაგაიმართა, რომლის დროსაც პარტნიორმა უნივერსიტეტებმა განიხილეს პროექტის შედეგები, მიღწევები და სამომავალოთანამშრომლობის პერსპექტივები. ჯიუ-ს სახელით ღონისძიებას ვილნიუსში დაესწრო ასოცირებული პროფესორი გრიგოლკალანდაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი და პროექტის მენეჯერი. შეხვედრაში ასევე ონლაინმონაწილეობდა პროექტის მეორე მენეჯერი ჯიუს მხრიდან, პროფესორი ზოია ადამია.
ღონისძიების მეორე დღე, 21 ოქტომბერი, სრულად მიეძღვნა საერთაშორისო სამეცნიერო ინტერდისციპლინურკონფერენციას სახელწოდებით: “STEM4HUMANITIES ინოვაციისა და სოციალური ცვლილებებისთვის”. კონფერენციისპირველ სესიაზე გრიგოლ კალანდაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტჯიუ-ს მიერ მიღწეული პროგრესი “STEM4HUMANITIES”-ის პროექტის ფარგლებში“. მისი მოხსენება დაეთმო ჯიუ-ს გუნდისძირითად მიღწევებსა და წვლილს პროექტის წარმატებაში.
კონფერენციის მომდევნო სესიაზე ზოია ადამიამ წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „პროექტის მიღმა: “STEM4HUMANITIES”, როგორც ინსტრუმენტი უკრაინელი ლტოლვილების სოციალური და საგანმანათლებლო ჩართულობის გასაძლიერებლად საქართველოში“. მისი პრეზენტაცია ეხებოდა პროექტის შედეგების პრაქტიკულ გამოყენებას რეალურგამოწვევებთან გამკლავების მიზნით, განსაკუთრებით უკრაინელ ლტოლვილთა განათლებისა და ინტეგრაციისთვალსაზრისით.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან “Erasmus+“-ის ეროვნული სააგენტო“INDIRE”-ს ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც გრანტის გამცემი მხარე არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსადა აზრებზე. 2023-1-IT02-KA220-HED-000164647
პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი: https://stem4humanities.eu/
პროექტის Linkedin გვერდი: https://lnkd.in/dNb4EzvR
პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/stem4humanities
#STEM #STEM4Humanities #EmpowerWithSTEM #FutureSkills #DiversityInEducation #EducationForAll #InnovativeLearning #ErasmusPlus