GIU-ს ტრენინგი: ,,სტრესის მართვა ორგანიზაციულ გარემოში“ - GIU
21 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი ,,სტრესის მართვა ორგანიზაციულ გარემოში”.

ფაქტია, რომ თანამედროვე სამუშაო გარემოში სტრესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც თანამშრომელთა ეფექტიანობაზე, ისე გუნდის საერთო შედეგებზე.

ტრენინგი განკუთვნილი იყო  უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის, მენეჯერებისთვის, HR სპეციალისტებისა და ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს სტრესის ეფექტური მართვა სამუშაო გარემოში.

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა :

  • ორგანიზაციული სტრესის ძირითადი გამომწვევი ფაქტორები;
  • სამუშაო გარემოში ემოციური გადაღლა და დაძაბულობის მართვის მეთოდები;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის პრაქტიკული მიდგომები;
  • ინდივიდუალური და გუნდური მდგრადობის გაძლიერების ტექნიკები;
  • პროფესიული გადაწვის პრევენციის გზები და სხვ.

ტრენინგი ძალიან საინტერესოდ  და ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.  იყო მოყვანილი კონკრეტული მაგალითები, მსჯელობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მონაწილეების მხრიდან დაისვა კითხვები, რაზეც სპიკერებისგან  მიიღეს ამომწურავი პასუხები.

ტრენინგს უძღვებოდნენ:

  • ლალი ბალახაძე – საქართველოს საერთაშორის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, უნივერსიტეტის HR სამსახურის ხელმძღვანელი;
  • ნათია ობგაიძე – საქართველოს საერთაშორის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ფსიქოთერაპევტი;
  • გიორგი გერგაული – საქართველოს საერთაშორის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი.