18 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტები და თვითმმართველობის ჯგუფის წევრები უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ელი ელისაშვილსა და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელს – მათე წულაიას შეხვდნენ.
ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სამართლისა და პოლიტიკის სკოლების პრეზიდენტებმა და თვითმმართველობის სხვადასხვა მიმართულების ლიდერებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და აკადემიური წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები.
შეხვედრა ინტერაქტიული და შედეგზე ორიენტირებული იყო. გამოიკვეთა პრიორიტეტები, გაკეთდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და განისაზღვრა ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც გააძლიერებს და კიდევ უფრო საინტერესოს გახდის GIU-ს სტუდენტურ ცხოვრებას.