2025 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს საერთაშირისო უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ რეალურ გარემოში გაცნობოდნენ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის თავისებურებებს. გარდა ამისა, სტუდენტებმა დაათვალიერეს პარლამენტარიზმის მუზეუმი და პარლამენტის ისტორიული დარბაზები.
ვიზიტის დასასრულს, სტუდენტებმა გამართეს კომიტეტის იმიტირებული სხდომა, სადაც სიმბოლურად განიხილეს საკანონმდებლო ინიციატივა.
სტუდენტებთან ერთად საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი გიორგი სვიანაძე და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მათე წულაია.