𝐆𝐈𝐔-ს ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მე-𝟑 და მე-𝟒 კურსის სტუდენტებს გასვლითი ლექცია ჩაუტარდათ.
𝟐𝟐 ოქტომბერს „გაყიდვების მართვის“ კურსის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი ლექცია 𝐇𝐢𝐥𝐭𝐨𝐧 𝐆𝐚𝐫𝐝𝐞𝐧 𝐈𝐧𝐧 𝐓𝐛𝐢𝐥𝐢𝐬𝐢 𝐑𝐢𝐯𝐞𝐫𝐯𝐢𝐞𝐰-ში.
ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს ლექციები და ტრენინგები ჩაუტარეს სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, გაყიდვებისა და HR სამსახურების ხელმძღვანელებმა.
შეხვედრა მოიცავდა:
სასტუმროს ინფორმაციულ ტურს
ლექცია/პრეზენტაციების 3 ბლოკს
Coffee Break-ს
პრაქტიკულ დავალებას
სტუდენტები დაიყვნენ 3 სამუშაო ჯგუფად და შეასრულეს საინტერესო დავალებები. მათ დასვეს მრავალი აქტუალური და პრაქტიკული შეკითხვა გაყიდვების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროებში.
ამასთან, თითოეულ სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა შეევსო სასტუმროს დასაქმების სააპლიკაციო ფორმა, რაც სამომავლოდ მათ კარიერულ განვითარებაში დაეხმარება.
შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა და სტუდენტების აქტიური ჩართულობა აღსანიშნავი იყო.