GIU-ს სტუდენტების გასვლითი ლექცია Villa Mosaval-ში - GIU
25 ოქტომბერს, „ღვინის ტურიზმის“ სასწავლო კურსის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი ლექცია Villa Mosaval-ში. სტუდენტებს უმასპინძლა ვილა მოსავალის მთავარმა მეღვინემ გიორგი შეყრილაძემ.
საინფორმაციო ტური მოიცავდა:
– კომპანიის ვენახების დათვალიერებას
– ვაზის ჯიშების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას
– ღვინის დამზადების ტექნოლოგიების გაცნობას
შეხვედრა დასრულდა ღვინის დეგუსტაციით.